22:18 - 17 Aug, 2026
|
2024-09-04 11:17:58, 404 ნახვა
მსოფლიო
ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფათაჰ ალ-სისი დღეს ანკარაში რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება
ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფათაჰ ალ-სისი დღეს ანკარაში თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, ეს 12 წლის განმავლობაში თურქეთში ეგვიპტის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი იქნება. "შეხვედრაზე განხილული იქნება თურქეთ-ეგვიპტის ურთიერთობები და თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის შესაძლო ერთობლივი ნაბიჯები“, - ნათქვამია თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებაში. ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორმხრივი ურთიერთობების გარდა, საუბარი შეეხება მიმდინარე რეგიონულ და გლობალურ საკითხებს, განსაკუთრებით ისრაელის ღაზაზე თავდასხმებს. სისის ჩასვლა ანკარაში დაგეგმილია ადგილობრივი დროით 14:00 საათზე, ხოლო ერთობლივი პრესკონფერენცია 17:00 საათზე გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)