12:41 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-04 09:26:19, 448 ნახვა

მსოფლიო
ბაიდენი - აშშ გააგრძელებს უკრაინელების გვერდით დგომას, რუსეთი ამ ომში ვერ გაიმარჯვებს

ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინელების გვერდით დგომას, რუსეთი ამ ომში ვერ გაიმარჯვებს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.

ბაიდენის თქმით, თავდასხმა არის ტრაგიკული შეხსენება პუტინის უწყვეტ და აღმაშფოთებელ მცდელობებზე, დაარღვიოს თავისუფალი ხალხის ნება.

"აშშ გააგრძელებს უკრაინელების გვერდით დგომას, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებითა და შესაძლებლობებით უზრუნველყოფას, რაც თავიანთი ქვეყნის დასაცავად სჭირდებათ. არ შეცდეთ, რუსეთი ამ ომში ვერ გაიმარჯვებს. უკრაინის ხალხი გაიმარჯვებს. ამ ტრაგიკულ დღეს და ყოველ დღე, აშშ მათ გვერდით დგას", - განაცხადა ბაიდენმა.

ცნობისთვის, პოლტოვაში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად ამ დროისთვის  დაღუპულია 51 ადამიანი, ხოლო 271 პირი კი დაშავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics