22:19 - 17 Aug, 2026
|
2024-09-03 12:29:55, 479 ნახვა
მსოფლიო
პუტინმა მონღოლეთის პრეზიდენტი BRICS-ის სამიტზე მიიწვია, რომელიც 2024 წლის ოქტომბერში გაიმართება
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მონღოლეთის პრეზიდენტი უხნაგიინ ხურელსუხი BRICS-ის სამიტზე მიიწვია, რომელიც 2024 წლის ოქტომბერში ყაზანში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას TACC-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, პუტინმა ხურელსუხს რუსეთისა და მონღოლეთის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განხილვა შესთავაზა, განსაკუთრებით, ეკონომიკური კუთხით. "მსურს, მიგიწვიოთ რუსეთში, ყაზანში, სადაც წელს BRICS-ის სამიტი ჩატარდება. ეს იქნება პირველი ასეთი დონის ღონისძიება ამ ორგანიზაციის გაფართოების შემდეგ. იმედი მაქვს, რომ მიიღებთ მონაწილეობას BRICS+ ფორმატში. გელოდებით“,- განაცხადა პუტინმა მონღოლ კოლეგასთან მოლაპარაკებების დაწყებისას, რომელიც ულანბატორში იმართება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)