01:52 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-30 11:20:32, 493 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - თუ რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი, ამაზე ვერანაირი პასუხი ვერ მივიღეთ, ვერც ჩვენ და ვერც ქვეყნის მოსახლეობამ

თუ რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი, ამაზე ვერანაირი პასუხი ვერ მივიღეთ, ვერც ჩვენ და ვერც ქვეყნის მოსახლეობამ - პასუხი რაც ჰქონდა სალომე ზურაბიშვილის წამომადგენელს პარლამეტში, ეს იყო - “იმიტომ"!-  ეს არის სამწუხარო რეალობა.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა, როდესაც მას სალომე ზურაბიშვილის მიერ გამჭვირვალობის კანონზე  საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე ჰკითხეს. 

კალაძის თქმით, კანონპროქტი, რომელიც ითვალისწინებს და მოითხოვს მხოლოდ გამჭვირვალობას,  არ შეიძლება იყოს ცუდი.

ეს უბრალოდ  დროის ფუჭად კარგვაა, სხვა არაფერი, იმიტომ რომ აღნიშნული კანონპროქტი, რომელიც ითვალისწინებს და მოითხოვს მხოლოდ გამჭვირვალობას,  როგორ შეიძლება იყოს ცუდი, ეწინააღმდეგებოდეს ან ევროპულ კონსტიტუციას ან ევროპულ ღირებულებებს,  წარმოუდგენელია. 

ეს არის უბრალოდ იმ ბინძური კამპანიის გაგრძელება, რომელსაც ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ვხედავდით.  თითქოს ამ კანონის მიღებით ჩვენ გავიღვიძებდით რუსეთში  და ათასი სისულელე ჟღერდებოდა აღნიშნულ  კანონპროექტთან დაკავშირებით. ყველაფერი თქვეს მთავარის გარდა, თუ რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი",- განაცხადა თბილისის მერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics