01:53 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-29 15:36:13, 446 ნახვა

პოლიტიკა
ლატვიის საგარეო მინისტრი - საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ისე არ პროგრესირებს, როგორც ჩვენთვის სასურველია

საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე არ პროგრესირებს ისე, როგორც ჩვენთვის სასურველია, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ განაცხადა.

საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, კერძოდ მმართველი პარტიის პოლიტიკას დღეს ბრიუსელში,   ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ.

"ჩვენ დღეს, ასევე, ვისაუბრებთ საქართველოზე, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ისე არ პროგრესირებს, როგორც ჩვენთვის სასურველია. კითხვა მდგომარეობს იმაში, რა უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ვიცით პრობლემა, ვიცით დიაგნოზი, მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ. ეს იქნება ინფორმაციის გაცვლა, როგორც პოზიტიური კუთხით, როგორ წავახალისოთ საქართველო, ასევე იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა რაიმე, რაც შეიძლება გაკეთდეს საქართველოს წახალისებისთვის", - განაცხადა ბრაჟემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics