|
2024-08-28 14:26:09, 574 ნახვა
მსოფლიო
ჯონსონი - ბაიდენმა და ჰარისმა შექმნეს დესტრუქციული პრეცედენტი იუსტიციის დეპარტამენტის იარაღად გამოყენების - ამერიკელი ხალხი ამას არ დაუშვებს
ჯო ბაიდენმა და კამალა ჰარისმა შექმნეს დესტრუქციული პრეცედენტი იუსტიციის დეპარტამენტის იარაღად გამოყენების და პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლის, ამერიკელი ხალხი ამას არ დაუშვებს,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როგორც ჯონსონი აღნიშნავს, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დევნილი პოლიტიკოსია. "დონალდ ტრამპი კვლავ რჩება ყველაზე დევნილ პოლიტიკოსად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. არჩევნებამდე სულ რაღაც 70 დღით ადრე ჯეკ სმიტმა მორიგი ყალბი ბრალდება წამოაყენა. ამერიკელები დაიღალნენ ამ კორუფციული და სამარცხვინო სამართლიანობით. მათ იციან, რომ ამას არაფერი აქვს საერთო სამართლიანობასთან, ეს მხოლოდ პოლიტიკაა. ჯო ბაიდენმა და კამალა ჰარისმა შექმნეს სახიფათო, დესტრუქციული პრეცედენტი იუსტიციის დეპარტამენტის იარაღად გამოყენების და ამ გზით პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლის. ამერიკელი ხალხი ამას არ დაუშვებს. 5 ნოემბერი მალე არ დადგება", - წერს ჯონსონი X-ზე.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)