|
2016-02-19 15:50:20, 848 ნახვა
ეკონომიკა
ენერგოკრედიტი - ბაზისბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მორიგი წარმატებული პროექტი!
სასტუმრო „ჰოტელს ენდ პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“ ბაზისბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ერთობლივი პროდუქტის „ენერგოკრედიტის“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლები, ბაზისბანკის კორპორატიული კლიენტები და თანამშრომლები ესწრებოდნენ. ენერგოკრედიტი განკუთვნილია ადგილობრივი კომერციული და სამეწარმეო პროექტების დაფინანსებისთვის, რომელიც მიმართულია ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებასა და ენერგოეფექტურობის გაზრდაზე. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩვენი ბანკის კლიენტებს ეძლევათ უპირატესობა მიიღონ ექსკლუზიური პირობები და სამმაგი სარგებელი, კერძოდ: • 10 ან 15%-იანი საინვესტიციო სუბსიდია ენერგო ეფექტური მოწყობილების შეძენისა და განახლებისათვის • კლიენტის ინტერესებზე მორგებული საერთაშორისო კონსულტანტების ექსპერტიზა ენერგოდამზოგავი ღონისძიებებისათვის • სასესხო პაკეტი ენერგო ეფექტურობაში ინვესტიციისათვის საუკეთესო პირობებით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სესხს ბაზისბანკში თან ახლავს საგრანტო კომპონენტი, რომელიც ფინანსდება ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტის, ევრობანკის აქციონერთა სპეციალური ფონდისა და ავსტრიის ფინანსთა სამინისტროს მიერ. აღსანიშნავია, რომ ბაზისბანკისა და ევრობანკის პარტნიორობა 2007 წლიდან დაიწყო. მას შემდეგ, რაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ბაზისბანკს გამოუყო 7 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის საკრედიტო ხაზი მცირე და საშუალო ბიზნესისა ვაჭრობის განვითარების დასაფინანსებლად. პროგრამის ფარგლებში ბაზისბანკი ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ბანკად დასახელდა. 2015 წელს კი, წარმატებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდა და ლიმიტი 31.5 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ 2012 წელს უმსხვილესმა ჩინურმა კომპანიამ „ჰუალინგ ჯგუფმა“ ბანკის აქციათა 90% შეისყიდა, 2014 წლის მიწურულს კი, თავისი წილი 92,78% გაზარდა. აღსანიშნავია, რომ „ჰულინგ ჯგუფი“ წარმოადგენს ყველაზე მსხვილ ინვესტორს საქართველოში.
(R)
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)