21:19 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-19 15:21:18, 735 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ვიმედოვნებთ, Ryanair-ისადმი ჩვენი შემოთავაზებები და ასევე მათგან მიღებული წინადადებები მოწონებული იქნება

პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ მიმდინარე კვირა შეაფასა და მას ძალიან წარმატებული უწოდა.

აქვე მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ავიაკომპანია Ryanair ქართული მხარის შეთავაზებებს მოიწონებს და მიიღებს.

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე, Ryanair-ის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ქართული მხრიდან მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურობა, მოთხოვნები და შეთავაზებები მრავლად იყო.

 "ვიზეართან" მიმართებაში მოხდება თვითმფრინავის ბაზირება. აღნიშნულ ავიაკომპანისთან ამ ხელშეკრულების ხელმოწერა ერთ დღეში არ მომხდარა. ეს არის ძალიან დიდი პროცედურა. დაახლოებით, წელიწადნახევრი ვმუშაობდით, რომ ეს შედეგი მიღწეულიყო.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული კომპანიისადმი ჩვენი შემოთავაზებები ასევე მათგან მიღებული და მოწონებული იქნება. ძალიან ბევრ სხვადასხვა ვარიანტს განვიხილავთ და ვთვლით, რომ ისინი სწრაფად მიიღებენ გადაწყვეტილებას. მინდა დავადასტურო, რომ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ქართული მხრიდან მთელი ამ პერიოდის მანძილზე აქტიურობა, მოთხოვნები და შეთავაზებები მრავლად იყო. ისინი ჩვენი აქტიურობის გამო მადლობლები არიან", - განაცხადა ქუმსიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics