2024-08-27 12:29:57, 332 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - დიდ დიღომში დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საბურთალოს რაიონის გამგეობა დიდ დიღომში, მე-4 მიკრორაიონში, საბავშვო ბაგა-ბაღ “ხუთკუნჭულას“ მიმდებარედ, დასასვენებელი სივრცის რეაბილიტიციას ახორციელებს,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 1 000 000 ლარია.
“პროექტის ფარგლებში, 7 000 კვ.მ ფართობზე განახლდება სკვერის სივრცე და დამონტაჟდება შესაბამისი საპარკო ინვენტარი. მოეწყობა სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონა, განათებისა და სარწყავი სისტემა“,- განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა ყურადღება გაამახვილა დედაქალაქის გამწვანების მიმართულებაზე, რომლის ფარგლებში, არაერთი პროექტი მიმდინარეობს.
მისი თქმით, გლდანის VIII მ/რ-ში, N28, 29 და 33 კორპუსის მიმდებარედ, 10 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე, რეკრეაციული სივრცე ეწყობა.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),