|
2024-08-25 12:31:33, 506 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის შსს-მ ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - განდევნილი რუსეთის" ხელმძღვანელი ილია შუმანოვი ძებნილთა სიაში შეიყვანა
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფედერალურ ძებნილთა სიაში ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - განდევნილი რუსეთის" ხელმძღვანელი ილია შუმანოვი შეიყვანა . ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა "მედიაზონა" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საქმე იმის გამო აღძრეს, რომ მან მასალა "უცხოეთის აგენტისთვის" შესაბამისი აღნიშვნის გარეშე გაავრცელა. თავად შუმანოვმა "მედიაზონას" განუცხადა, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ე.წ. უცხოური აგენტის მოვალეობის შეუსრულებლობის მუხლით. "რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ შუმანოვი ე.წ. უცხოეთის აგენტად 2022 წლის ოქტომბერში გამოაცხადა, 2023 წლის ივლისში კი სასამართლომ ის ე.წ. უცხოეთის აგენტის მასალის შესაბამისი აღნიშვნის გარეშე გავრცელების ბრალდებით 100 000 რუბლით დააჯარიმა", - ნათქვამია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, ილია შუმანოვი Transparency International-ის რუსულ დანაყოფს 2021 წლიდან ხელმძღვანელობს.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)