|
2024-08-24 17:33:46, 561 ნახვა
მსოფლიო
პოლონეთის პრეზიდენტი - დარწმუნებული ვარ, ომი მალე თავისუფლების გამარჯვებით დასრულდება
დარწმუნებული ვარ, ომი მალე თავისუფლების გამარჯვებით დასრულდება,- ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ კიევში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, როგორც ამას უკრაინული მედია იტყობინება. დუდას თქმით, უკრაინის დამოუკიდებლობის დღე, გარკვეულწილად მთელი ევროპის დამოუკიდებლობის დღეა, რადგან “უკრაინის დამოუკიდებლობის გარეშე ძნელი წარმოსადგენია დამოუკიდებელი და უსაფრთხო პოლონეთი, ლიეტუვა ან რეგიონის სხვა ქვეყნები“. მან კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა უკრაინას და აღნიშნა, რომ პოლონეთი უკრაინის გვერდით გამარჯვებამდე იქნება. “ეჭვი არ მეპარებოდა და არც ახლა მეპარება, რომ გაერთიანებული და მამაცი უკრაინელი ხალხი თავისი ბრძოლისუნარიანობით დაიცავს დამოუკიდებლობას. მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკრაინა ებრძვის რუსეთის აგრესიას, იბრძვის არა სიცოცხლისთვის, არამედ დამოუკიდებლობისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს ომი თავისუფლების ძალების გამარჯვებით დასრულდება და ომის სიბნელიდან, ნანგრევებიდან და გადამწვარი ტერიტორიებიდან დაიწყება ახალი სამყაროს შენება“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)