01:17 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-23 10:14:01, 410 ნახვა

მსოფლიო
კოჩიზის ოლქის შერიფის ოფისი - არიზონის შტატში ეძებენ მამაკაცს, რომელიც სოციალურ ქსელში ტრამპს მკვლელობით ემუქრებოდა

არიზონის შტატში ეძებენ მამაკაცს, რომელიც სოციალურ ქსელში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მკვლელობით ემუქრებოდა. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც კოჩიზის ოლქის შერიფის ოფისი აქვეყნებს.

ოფისის განცხადებით, ეჭვმიტანილი 66 წლის რონალდ ლი საივრუდია, რომლის მიმართაც უისკონსინის შტატში რამდენიმე ორდერია გაცემული.

“არა, მე ამის შესახებ არ გამიგია, თუმცა გაკვირვებული არ ვარ და ამის მიზეზი ისაა, რომ, მინდა, ისეთი საქმეების კეთება, რაც ძალიან ცუდია ცუდი ბიჭებისთვის“,- განაცხადა ტრამპმა, როდესაც მას არიზონაში მუქარების შესახებ ჰკითხეს.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი არიზონის შტატის კოჩიზის ოლქში, მექსიკის საზღვართან საარჩევნო კამპანიის ფარგლებში იმყოფებოდა. მიმდინარე წლის ივლისში კი, ტრამპს თავს დაესხნენ და  სიტყვით გამოსვლისას ცეცხლი გაუხსნეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics