|
2024-08-22 12:00:25, 442 ნახვა
მსოფლიო
კლინტონი - ტრამპი ძირითადად საკუთარ თავზე საუბრობს და ამბობს „მე“, კამალა ჰარისის ყოველი დღე კი დაიწყება სიტყვით „თქვენ“
რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი მხოლოდ საკუთარ თავზე საუბრობს და ამბობს, “მე, მე, მე“, ხოლო დემოკრატიული პარტიის კანდიდატი კამალა ჰარისი ხალხზე ფიქრობს და ხშირად ამბობს: “თქვენ, თქვენ, თქვენ“,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების 42-ე პრეზიდენტმა, ბილ კლინტონმა დემოკრატიული პარტიის ეროვნულ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, შეერთებული შტატები ნოემბერში მკაფიო არჩევანის წინაშე დადგება. “როგორც ვხედავ, 2024 წელს საკმაოდ მკაფიო არჩევანი გვექნება. კამალა ჰარისი ხალხისთვის და მეორე კაცი, რომელიც არის “მე, მე, მე“. კამალა ჰარისი იმუშავებს ჩვენი პრობლემების გადასაჭრელად, გამოიყენებს ჩვენს შესაძლებლობებს, შეამსუბუქებს ჩვენს შიშებს და უზრუნველყოფს, რომ თითოეულ ამერიკელს, მიუხედავად იმისა, თუ ვის მისცემს ხმას, ჰქონდეს ოცნებების ასრულების შანსი. კამალა ჰარისი არის ერთადერთი კანდიდატი ამ რბოლაში, რომელსაც აქვს ხედვა, გამოცდილება, ტემპერამენტი, ნებისყოფა და დიახ, დიდი სურვილი, რომ რაღაც გააკეთოს. შეხედეთ, რას აკეთებს მისი ოპონენტი, ის ძირითადად საკუთარ თავზე საუბრობს. როცა მას მოუსმენთ, ნუ დაითვლით ტყუილებს, დაითვალეთ “მე“. ის ამბობს: “მე, მე, მე, მე, მე, მე“. როცა კამალა ჰარისი იქნება პრეზიდენტი, ყოველი დღე დაიწყება ასე: “თქვენ, თქვენ, თქვენ, თქვენ, თქვენ“,- განაცხადა კლინტონმა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)