|
2024-08-22 11:37:03, 468 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ეროვნულ ყრილობაზე ტიმ უოლცი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად აირჩიეს
ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიის ეროვნულ ყრილობაზე მინესოტას გუბერნატორი, ტიმ უოლცი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად სიმბოლურად აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს. Reuters-ის ცნობით, ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას, უოლცმა მადლობა გადაუხადა კამალა ჰარისს გუნდში მიწვევისთვის და აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს “ოთხწლიანი ძლიერი, ისტორიული ლიდერობისთვის“. “ჩემს ცხოვრებაში უდიდესი პატივია კანდიდატურის მიღება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე, ჩვენ ყველანი აქ ვართ ერთი მარტივი მიზეზის გამო – ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა“,- განაცხადა უოლცმა. სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები უნდა იყოს ადგილი, სადაც ბავშვები არ შიმშილობენ, სადაც ჯანდაცვა არის ადამიანის უფლება და სადაც “მთავრობა თქვენს საძინებელში არ იჭრება“, რითაც მიანიშნა რესპუბლიკური პარტიის თავდასხმებზე აბორტის უფლებასა და ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)