|
2024-08-22 09:18:44, 448 ნახვა
მსოფლიო
ბორელი - უკრაინის მიერ კურსკის რეგიონზე შეტევა მძიმე დარტყმაა რუსეთის პრეზიდენტის ნარატივისთვის
უკრაინის მიერ კურსკის რეგიონზე შეტევა მძიმე დარტყმაა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ნარატივისთვის, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი X-ზე წერს. როგორც ბორელი წერს, ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს უკრაინის ბრძოლას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. "უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში ჩართული რუსეთის სამხედრო ძალების მიმართ შეზღუდვების მოხსნას და მათ წინააღმდეგ შესაძლებლობების საერთაშორისო სამართლის შესაბამისად გამოყენებას, რამდენიმე მნიშვნელოვანი შედეგი ექნება: გააძლიერებს უკრაინის თავდაცვას, რათა განადგურდეს რუსეთის თავშესაფარი, რომელსაც უკრაინაზე თავდასხმებისთვის, ქალაქებისა და ინფრასტრუქტურის დაბომბვისთვის იყენებენ, გადაარჩენს ბევრი ადამიანის სიცოცხლეს და შეამცირებს ნგრევას უკრაინაში, ხელს შეუწყობს მშვიდობის მცდელობებს. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას განვუცხადე, ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს უკრაინის ბრძოლას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. მოუთმენლად ველი მასთან შეხვედრას ბრიუსელში და მსჯელობას ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან მომავალ კვირას, რათა წინ წავწიოთ უკრაინისთვის მხარდაჭერის საკითხი“, - წერს ბორელი.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)