|
2024-08-21 14:53:18, 504 ნახვა
მსოფლიო
მედვედევი - მტრის სრულ განადგურებამდე აღარანაირი მოლაპარაკებები არ იქნება
არაუფლებამოსილი შუამავლების უსაქმური ყბედობა მშვიდობის თემაზე დასრულებულია, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი „ტელეგრამარხში“ წერს. მედვედევის თქმით, "მტრის სრულ განადგურებამდე აღარანაირი მოლაპარაკებები არ იქნება". "ჩემი აზრით, ბოლო დროს, თუნდაც თეორიულად, თუმცა არსებობდა ერთი საფრთხე - მოლაპარაკებების ხაფანგი, სადაც ჩვენი ქვეყანა, შესაძლოა, მოხვედრილიყო გარკვეულ გარემოებებში. კერძოდ, იგულისხმება საერთაშორისო საზოგადოების მიერ შეთავაზებული და კიევის რეჟიმისთვის თავს მოხვეული ნაადრევი არასაჭირო მოლაპარაკებები მშვიდობაზე, გაურკვეველი პერსპექტივებითა და შედეგებით. კურსკის ოლქში ნეონაცისტების მიერ ტერორიზმის აქტის განხორციელების შემდეგ ყველაფერი თავის ადგილას დადგა. არაუფლებამოსილი შუამავლების უსაქმური ყბედობა მშვენიერი მშვიდობის თემაზე დასრულებულია. ახლა ყველას ყველაფერი ესმის, თუნდაც ხმამაღლა არ საუბრობდნენ. ესმით, რომ მტრის სრულ განადგურებამდე აღარანაირი მოლაპარაკებები არ იქნება", - წერს მედვედევი.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)