|
2024-08-21 13:49:33, 446 ნახვა
მსოფლიო
პუტინი ჩრდილოეთ ოსეთის შემდეგ, მოულოდნელი ვიზიტით ჩეჩნეთში ჩავიდა და რესპუბლიკის ლიდერს, რამზან კადიროვს შეხვდა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ ოსეთის შემდეგ, მოულოდნელი ვიზიტით ჩეჩნეთში ჩავიდა, სადაც რესპუბლიკის ლიდერს, რამზან კადიროვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს. reuters-ის ცნობით, პუტინი კადიროვთან ერთად სპეცრაზმის მომზადების რუსულ უნივერსიტეტს ეწვია, სადაც უკრაინის წინააღმდეგ ომში საბრძოლველად ძალებს ამზადებენ. “თქვენთვის რთულ გადაწყვეტილებას იღებთ. ერთი საქმეა აქ, ტირში სროლა, მეორე კი - საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის საფრთხეში ჩაგდება, თუმცა თქვენ გაქვთ შიდა მოთხოვნილება, დაიცვათ საკუთარი მამული“,- მიმართა პუტინმა სასწავლებელში გამართული შეხვედრის მონაწილეებს. პუტინთან შეხვედრისას ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ჩეჩნეთმა უკრაინაში ომის დაწყებიდან ფრონტის ზონაში 47 ათასზე მეტი მებრძოლი გაგზავნა, მათ შორის 19 ათასი მოხალისე - ყველა მათგანმა მომზადება სპეცრაზმის უნივერსიტეტში გაიარა. ამასთან, კადიროვის მტკიცებით, ჩეჩნეთს შექმნილი აქვს ათობით ათასი გაწვრთნილი და აღჭურვილი მებრძოლისგან შემდგარი რეზერვი, რომელიც მზად არის “სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ზონაში გაემართოს.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)