|
2024-08-21 09:45:44, 469 ნახვა
მსოფლიო
ბლინკენი - ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება უახლოეს დღეებში უნდა იყოს მიღწეული
ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება უახლოეს დღეებში უნდა იყოს მიღწეული,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კატარში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა. ბლინკენის თქმით, აშშ, კატარი და ეგვიპტე ყველაფერს გააკეთებენ, იმისათვის, რომ “ჰამასმა“ მათ შეთავაზებას მხარი დაუჭიროს. “მომდევნო დღეებში ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა “ჰამასი“ დათანხმდეს შეთანხმებას და შემდეგ უზრუნველვყოთ, რომ მხარეები იმუშავებენ და დათანხმდებიან აუცილებელ დეტალებზე. ჩვენ უნდა მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას და ეს ახლავე უნდა მოხდეს. დრო მნიშვნელოვანია, რადგანაც ყოველ დღის გასვლასთან ერთად მძევლების სიცოცხლე და კეთილდღეობა საფრთხეშია. დრო გადამწყვეტია, რადგანაც ყოველ დღე ღაზაში მყოფი ბავშვები, ქალები, კაცები იტანჯებიან, რადგანაც არ აქვთ ადეკვატური წვდომა საკვებთან, მედიკამენტებთან და არიან დაშავებისა ან დაღუპვის საფრთხის წინაშე იმ ბრძოლაში, რომელიც მათ არ წამოუწყიათ და რომლის დასრულებაც მათ არ ხელეწიფებათ. დრო გადამწყვეტია, რადგანაც ყოველდღე არსებობს რეგიონში სიტუაციის ესკალაციის საფრთხე, რომლის თავიდან არიდებაზეც ჩვენ, კატარი და ეგვიპტე პირველი დღიდან, 7 ოქტომბრიდან ვმუშაობთ”,- აღნიშნა ბლინკენმა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)