04:37 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-20 21:12:20, 649 ნახვა

პოლიტიკა
იონათამიშვილი - გვარამია ცდილობს შეურაცხყოფა მიაყენოს ოპონენტებს და ამ დროს ფსიქიკური ჯანმრთელობის აშლილობის ან დარღვევის მქონე პირთა სტიგმატიზაციას ახდენს

ამ “ევროპულად მოაზროვნეს” სიძულვილის ენა რომ ევროპული ფასეულობა გონია, ეს აქამდეც ვიცოდით, მაგრამ დისკრიმინაციული აზროვნების ეს ფაქტი უკიდურესად შემაშფოთებელია!, - ასე ეხმიანება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, პარტია “ახალის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას. 

იონათამიშვილის შეფასებით, "გვარამია ცდილობს შეურაცხყოფა მიაყენოს ოპონენტებს და ამ დროს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა სტიგმატიზაციას ახდენს, შესაბამისად, ფარსია ყველაფერი, რასაც რადიკალური ოპოზიცია ევროპასა და ადამიანის უფლებებზე საუბრობს".

"ამ “ევროპულად მოაზროვნეს” სიძულვილის ენა რომ ევროპული ფასეულობა გონია, ეს აქამდეც ვიცოდით, მაგრამ დისკრიმინაციული აზროვნების ეს ფაქტი უკიდურესად შემაშფოთებელია! გვარამია ცდილობს შეურაცხყოფა მიაყენოს ოპონენტებს და ამ დროს ფსიქიკური ჯანმრთელობის აშლილობის, ან დარღვევის მქონე პირთა სტიგმატიზაციას ახდენს. 

ამიტომ ფარსია ყველაფერი, რასაც ესენი ევროპაზე და ადამიანის უფლებებზე საუბრობენ. მათთვის ორგანული ყოველთვის იყო ძალადობა და სიძულვილი და, ცხადია, მათი ზნე არასდროს შეიცვლება", - წერს რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics