05:58 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-14 15:49:37, 563 ნახვა

პოლიტიკა
იონათამიშვილი სააკაშვილზე - ეს ადამიანი დიდი სირცხვილია - მისი მხარდაჭერა ღალატის, დეზინფორმაციის და სიცრუის მხარდაჭერას ნიშნავს

სააკაშვილი ჯერ სტრასბურგის სასამართლომ გაასამართლა, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავე, ახლა ვაშინგტონმა დაბრენდა, რომ არის დეზინფორმაციის და სპეკულაციის წყარო,- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

იონათამიშვილის განცხადებით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "არის ძალიან დიდი სირცხვილი და სწორედ ამიტომ, მისი მხარდაჭერა დანაშაულის, ღალატის, ამორალურობის, დეზინფორმაციის და სიცრუის მხარდაჭერას ნიშნავს".

"სააკაშვილი ჯერ სტრასბურგის სასამართლომ გაასამართლა, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავე, ახლა ვაშინგტონმა დაბრენდა, რომ არის დეზინფორმაციის და სპეკულაციის წყარო. 

ეს ადამიანი არის ძალიან დიდი სირცხვილი და სწორედ ამიტომ, მისი მხარდაჭერა დანაშაულის, ღალატის, ამორალურობის, დეზინფორმაციის და სიცრუის მხარდაჭერას ნიშნავს“,- წერს იონათამიშვილი. 

ცნობისთვის, გუშინ, 13 აგვისტოს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება გავრცელდა, სადაც ნათქვამია, რომ სენატორ ჯინ შაჰინისა და კონგრესმენ მაიკ ტერნერის საქართველოში ვიზიტისას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის "საკითხი არ განხილულა, განხილვის საკითხი იყო, რომ აშშ-ს სურს კარგი ურთიერთობა საქართველოსთან და რომ პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics