|
2024-08-14 14:08:30, 3780 ნახვა
სამხედრო
კოჯორში „ჯარის ბანაკის“ დახურვის ცერემონია გაიმართა
კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში “ჯარის ბანაკის“ დახურვის ღონისძიებას თავდაცვის სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის საინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა მოსწავლეებს სიტყვით მიმართეს. ყურადღება გამახვილდა ქვეყნის განვითარებაში ახალგაზრდების როლზე, განათლების მნიშვნელობასა და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების საკითხებზე. “მოსწავლეებს საზაფხულო ბანაკში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები და სასაჩუქრე ნაკრებები გადაეცათ. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. წელს “ჯარის ბანაკს“ თავდაცვის უწყებამ სამ ლოკაციაზე: კოჯორში - სერჟანტთა აკადემიაში, საჩხერეში - პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლასა და ახალქალაქში - უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში უმასპინძლა. რვა როტაციის ფარგლებში, მე-10 და მე-11 კლასების 2 200-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. სკოლის მოსწავლეებმა, სერჟანტების დახმარებით, ძირითად სამხედრო დისციპლინებში თეორიული და პრაქტიკული მომზადება გაიარეს. მათ სამხედრო ისტორიკოსებთან, ასევე სასულიერო პირებთან შემეცნებით-საგანმანათლებლო შეხვედრის შესაძლებლობაც ჰქონდათ. “ჯარის ბანაკის“ მონაწილეებისთვის, საპატრიარქოს ორგანიზებით, ისტორიული თემატიკის წარმოდგენებიც გაიმართა. პროექტ “ჯარის ბანაკის“ განხორციელება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინიცირებით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობითა და საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით, 2023 წელს დაიწყო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
მამა იერონიმე ქათამაძე: არის რაღაც ინფორმაციები, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს საყოველთაო შერიგებას
მეუფე ნიკოლოზი: მიმაჩნია, რომ ქვეყანაში სინდისის პატიმრები და პოლიტიკური პატიმრები საერთოდ არ უნდა იყვნენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)