07:01 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-12 16:07:28, 375 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - ზურაბიშვილს მოვუწოდებ, დააკვირდეს დამკვირვებელ ორგანიზაციებს, რომლებიც თავის მხრივ აყალბებდნენ საქართველოში არჩევნებს

სალომე ზურაბიშვილი არის ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ იკავებს პრეზიდენტის პოსტს და ყველაზე აქტიური ოპოზიციონერია,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ზურაბიშვილს „არანაირი სადამკვირვებლო საკითხები არ აწუხებს". 

„სალომე ზურაბიშვილი არის ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ იკავებს პრეზიდენტის პოსტს და ყველაზე აქტიური ოპოზიციონერია. მარტივი ამბავია. არანაირი სადამკვირვებლო საკითხები მას არ აწუხებს და არანაირი რისკები ჩვენს არჩევნებს პრაქტიკულად არ ახლავს. რისკები ახლავს მაგალითად, ISFED-ს,  რომ პარალელური ხმის დათვლის მონაცემები კვლავ არ გააყალბონ და იმას დააკვირდეს, ერთი თვე არ დაგვიმალოს ISFED-მა სიმართლე, არჩევნების შემდეგ. 

სალომე ზურაბიშვილს მოვუწოდებ დააკვირდეს დამკვირვებელ ორგანიზაციებს, რომლებიც თავის მხრივ აყალბებდნენ საქართველოში არჩევნებს და ამ კარგი დაკვირვების შედეგად რა დასკვნებს გამოიტანს ეს იქნებ გვითხრას. თუმცა, არ გვეტყვის, რადგან თვითონაც თანამონაწილეა ამ აგენტურული გეგმების, რომელზეც დგას "ნაცმოძრაობის" გეგმები“,- განაცხადა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics