07:01 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-12 13:07:09, 403 ნახვა

პოლიტიკა
მელია მასზე განხორციელებულ თავდასხმაზე - ხელისუფლების დაკარგვის მოლოდინში ყველა მილევადი რეჟიმი ასე იქცევა

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სამტრედიაში მასზე განხორციელებულ თავდსხმას "შეშინებული რეჟიმის საქციელს" უწოდებს და აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებმა უნდა დაასრულოს ის პრაქტიკა, რაც ქართულ პოლიტიკაში 30 წლის განმავლობაში არსებობს.

მისი თქმით, "ყველა ხელისუფლება, ხელისუფლების დაკარგვის მოლოდინში უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ასე იქცეოდა".

"მილევადი რეჟიმების საქციელია, ყველა მილევადი რეჟიმი ასე იქცევა და ივანიშვილის რეჟიმი არაა განსხვავებული ამ მხრივ. ტრაგედია ის არის, რომ ყველა ხელისუფლება, ხელისუფლების დაკარგვის მოლოდინში ასე იქცეოდა უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში. მაგრამ წელს 26 ოქტომბერს დასრულდება არა მხოლოდ “ქართული ოცნება“, არამედ დასრულდება ყველა ის მანკიერი პრაქტიკა, რომელსაც უარსებია ამ ქვეყანაში და გაიმარჯვებს კოალიცია და ჩამოყალიბდება ახალი პოლიტიკური კულტურა. ვიქნებით ყველგან, ვიქნებით სიმართლით და მორალური უპირატესობით. შეუძლებელია, ეს ქვეყანა ბიძინა ივანიშვილმა გადააქციოს პროვინციულ ფეოდალიზმად; შეუძლებელია, ხალხის ნება არ აისახოს 26 ოქტომბერს არჩევნების შედეგებში",- განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, გუშინ 11 აგვისტოს პარტია "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა მელიას სამტრედიაში თავს დაესხნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics