07:01 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-12 12:32:26, 401 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე მელიაზე თავდასხმის შესახებ - ნებისმიერი ასეთი ინციდენტი მიუღებელია

რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასეთი ინციდენტი არის მიუღებელი,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარტია "ახალის" თანათავმჯდომარეზე, ნიკა მელიაზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა.

კობახიძის თქმით, არჩევნები საქართველოში მშვიდობიან და მშვიდ გარემოში უნდა ჩატარდეს.

"პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიან და მშვიდ გარემოში. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასეთი ინციდენტი არის მიუღებელი. ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ასეთი აქტებისგან, არჩევნები საქართველოში უნდა ჩატარდეს მშვიდობიან და მშვიდ გარემოში, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებულად მმართველი ძალისთვის",- განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, გუშინ 11 აგვისტოს პარტია "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა მელიას სამტრედიაში თავს დაესხნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics