07:01 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-11 12:46:32, 464 ნახვა

პოლიტიკა
შაჰინი - იმედგაცრუებას იწვევს, რომ პრემიერმინისტრი არ ინტერესდება ურთიერთობების გაგრძელებით

იმედგაცრუებას იწვევს, რომ პრემიერმინისტრი არ ინტერესდება ურთიერთობების გაგრძელებით, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების  სენატორმა ჯინ შაჰინმა დილით გამართულ  პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

შაჰინის თქმით,  საქართველოს დემოკრატიულ მიზნებს  და ეკონომიკის განვითარებას უჭერს მხარს.

"იმედგაცრუება გამოიწვია, რომ პრემიერმინისტრმა არ გააკეთა რაიმე შემოთავაზება, რაც მას და მის ადმინისტრაციას სურს გააკეთოს ამერიკასთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.

ვისაუბრეთ მთელ რიგ წუხილებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, თუნდაც ის განცხადება, რომ აშშ-ს მთავრობა საქართველოში გადატრიალებას გეგმავდა (რაც აბსოლუტური სიცრუეა); იმედი მაქვს, პრემიერმინისტრი და მისი მთავრობა განიხილავენ ნაბიჯებს, რომლის გადადგმაც მათ მომავალში შეუძლიათ იმისათვის, რომ განაგრძონ იმ ურთიერთობების გაუმჯობესება რაც აშშ-სა და საქართველოს აქამდე ჰქონდა.

აშშ მხარს უჭერდა საქართველოს, ის მონაწილეობდა სკოლების აღდგენაში - ეს არის ფოკუსი ამერიკის შეერთებული შტატების; ჩვენ საქართველოს დემოკრატიულ მიზნებს ვუჭერდით მხარს, ეკონომიკის განვითარებას, მისი მოქალაქეების სურვილებს და იმედგაცრუებას იწვევს, რომ პრემიერმინისტრი არ არის დაინტერესებული ან არ ჩანს დაინტერესებული იყოს ამ ურთიერთობების გაგრძელებით”

შეგახსენებთ, 10 აგვისტოს, საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ს სენატორ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს შეხვდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics