07:01 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-11 11:24:23, 443 ნახვა

პოლიტიკა
სენატორი შაჰინი - ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრაზე უარი გვითხრა

ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა განაცხადა რომ მოითხოვა ქართული ოცნების საპატიო თავმდჯომარე ბიძინა ივანიშვილთან პირისპირ შეხვედრა, რაზეც უარი მიიღო.

"მოვითხოვეთ ბატონ ივანიშვილთან შეხვედრა, მაგრამ მან უარი თქვა ჩვენთან შეხვედრაზე.

ყველაფრის საფუძველზე, რაც ჩვენ აქ მოვისმინეთ, ის არის ძირითადი გადაწყვეტილების მიმღები ქვეყანაში და კვლავ იმედგაცრუებას იწვევს, რომ უარი თქვა ჩვენთან შეხვედრაზე.

როდესაც აქ ვიმყოფებოდი, დაახლოებით 18 თვის წინ, მას შემდეგ შემოიტანა საქართველოს მთავრობამ რუსული კანონი - გამოვხატე ჩემი წუხილი ამ კანონთან დაკავშირებით და ისიც აღვნიშნე, რომ მისი მიღების ფაქტი გამოიწვევდა ანგარიშვალდებულებას, რომ ამას ექნებოდა გავლენა ჩვენს ურთიერთობებზე.

სამწუხაროდ, მინდა გითხრათ, რომ მიჭირს გაგება - იმ ქვეყანაში, სადაც თქვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ (სადაც ჩავდიოდით, ყველგან გამოხატავდნენ შეშფოთებას რუსეთის განზრახვასთან დაკავშირებით თქვენი ქვეყნის მიმართ), ამ დროს მთავრობა იღებს კანონს, რომელიც ასახავს რუსეთის ინტერესებს და ეწინააღმდეგება მოქალაქეების ნებას - არ მესმის ეს, რადგან რასაც ჩვენ ვისმენთ საქართველოს მოქალაქეებთან საუბრისას, ისინი ეწინააღმდეგებიან ამას.

როგორც გითხარით, ჩვენ განვმარტეთ ჩვენი წუხილი; ვთქვით, რომ ამას ურთიერთობებზე გავლენა ექნებოდა და ზუსტად ეს ხდება ახლა." - აღნიშნა სენატორმა შაჰინმა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics