07:01 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-10 15:31:47, 371 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე აგვისტოს ომის გამოძიებას 16 წლის შემდეგ ითხოვს

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება მნიშვნელოვანია, რადგან საზოგადოებამ 16 წლის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სიმართლე უნდა იცოდეს.  

ამის შესახებ მან აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ომით გამოწვეული ჭრილობები ქვეყანას ჯერ კიდევ არ მოუშუშებია.

„გამოძიების მიზანი არის ერთი - საზოგადოებამ ვიცოდეთ სიმართლე, რა მოხდა რეალურად, ვისი დაკვეთით მოხდა, ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან და ყველა დამნაშავემ აგოს პასუხი. რა მივიღეთ ამ ომით? - დავკარგეთ ტერიტორიები, დაგვეღუპა გმირი ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოსახლეობა, გვყავს ლტოლვილი ოჯახები. 16 წელი გავიდა და ეს ჭრილობები დღესაც ვერ მოუშუშებია ჩვენს ქვეყანას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, გამოძიება ჩატარდეს, ყველას და ყველაფერს გაეცეს შესაბამისი პასუხი“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics