|
2024-08-08 15:50:17, 805 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ და მინისტრის მოადგილეებმა, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს და მთავრობის წევრებთან ერთად, მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, 2024 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს "2008 წლის რუსული აგრესიისა და ავღანეთის სამშვიდობო მისიის (2007-2021 წწ) დროს დაღუპული და დაზიანების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მეომართა ოჯახების დახმარების" პროგრამის ფარგლებში, გაიზარდა პროგრამის ბიუჯეტი, ბენეფიციარებისთვის გასაცემი თანხის მოცულობა და მოსარგებლე პირთა არეალი. "კერძოდ: ▪️ აგვისტოს თვეში ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწია 32 მეომრის ოჯახს - თითოეულს ნაცვლად 3 000 ლარისა, 10 000 ლარის ოდენობით. ▪️ პროგრამას ბენეფიციარებად დაემატა 2007-2021 წლებში ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს დაღუპული და დაზიანების შედეგად შშმ ჯარისკაცების ოჯახები. ▪️ დედისა და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მატერიალური დახმარება გაეწია დაღუპული/მიღებული დაზიანებების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სამხედრო მოსამსახურის დედებსა და მეუღლეებს, თითოეულს ნაცვლად 1 000 ლარისა, 5 000 ლარის ოდენობით, სულ 39 ბენეფიციარს. პროგრამა ითვალისწინებს 2008 წლის რუსული აგრესიისა და ავღანეთის სამშვიდობო მისიის (2007-2021წწ) დროს დაღუპული 24 მეომრისა და დაზიანების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე 8 მეომრის ოჯახის სოციალურ და მორალურ მხარდაჭერას, ოჯახებზე მატერიალური დახმარების გაწევით. პროგრამის ბიუჯეტი 515 000 ლარს შეადგენს. ▪️ 2024 წლის ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით 322 000 ლარით გაიზარდა",- ნათქვამია ინფორმაციაში.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)