10:52 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-03 14:56:06, 430 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - შეგვიძლია, დავაორგანიზოთ შეხვედრა, სადაც ყველა დაინტერესებული პირი, შოვში მომხდარი ტრაგედიის გამოძიების დეტალებს გაეცნობა

უახლოეს დღეებში შეგვიძლია, დავაორგანიზოთ შეხვედრა, სადაც ჭირისუფლები, ყველა დაინტერესებული პირი, შოვში მომხდარი ტრაგედიის გამოძიების დეტალებს გაეცნობა. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

კობახიძის თქმით, უახლოეს დღეებში გაიმართება შეხვედრა, სადაც შოვის ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრები და ყველა დაინტერესებული პირი, ერთი წლის წინ შოვში მომხდარი ტრაგედიის გამოძიებაზე ინფორმაციას მიიღებენ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შეხვედრაზე დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ ექსპერტებს და დასვან კითხვები.

“დღესაც შევპირდი ჭირისუფლებს, რომ უახლოეს დღეებში შეგვიძლია, დავაორგანიზოთ შეხვედრა, სადაც ჭირისუფლები, ყველა დაინტერესებული პირი გაეცნობა ინფორმაციას გამოძიების დეტალებზე, მათ შორის ექნებათ იმის საშუალება, რომ ექსპერტებს მოუსმინონ. დამატებითი კითხვები თუ ექნებათ, ამ დამატებით კითხვებსაც ჩავუღრმავდებით. ეს არის რაც შემიძლია, გითხრათ, უკვე გავეცი დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ უახლოეს მომავალში ასეთი შეხვედრა აუცილებლად შედგება",- განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics