19:45 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-18 12:02:49, 560 ნახვა

საზოგადოება
სინოპტიკოსები ხვალ, აღმოსავლეთ საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ

„ხვალ, აღმოსავლეთ საქართველოში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდენლი“, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის გრძელვადიანი პროგნოზების უფროსის მოადგილემ ნინო წვერავამ განუცხადა.

მასივე ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით არამდგრადი ამინდები კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.

რაც შეეხება დედაქალაქს, ღამის და დილის საათებში მოსალოდენლია თოვლჭყაპი, ხოლო ჰაერის ტემპერატურა ამაღამ +1 გრადუსი იქნება.

„ხვალ, აღმოსავლეთ საქართველოში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდენლი. აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდენლია ზოგან ნალექი თოვლის სახით, სავარაუდოდ კახეთში ითოვებს. აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურის მკვეთრი ვარდნაა მოსალოდენლი. დღისით +1 +6 გრადუსი, მაღალმთაშიც იგივე ტემპერატურაა, სამხრეთ რაიონებში კი შედარებით დათბება ჰაერის ტემპერატურა.

აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ნალექი მთაში თოვლის სახით და ნისლი, დაუბერავს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, ბარში -2 +3 ღამით, დღისით კი +1 + 6 გრადუსი. მთაში -7 -2 გრადუსი, ხოლო დღისით +1 +6 გრადუსი. მაღალმთაში -10 -5 გრადუსი, დღისით -2 + 3.

რაც შეეხება დედაქალაქს, ღამისა და დილის საათებში მოსალოდნელია თოვლჭყაპი და ნისლი. ამაღამ +1, ხვალ დღისით + 4 გრადუსი იქნება. საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდები კვირის ბოლომე შენარჩუნდება“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ ნინო წვერავამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics