|
2024-07-31 13:57:34, 751 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობა - მთავრობის სხდომაზე ბათუმში მიმდინარე და დაგეგმილი მასშტაბური პროექტები განიხილეს
აჭარის მთავრობის სხდომაზე ბათუმში მიმდინარე და დაგეგმილი მასშტაბური პროექტები განიხილეს. აჭარაში ბიუჯეტის ზრდასთან ერთად, პროპორციულად იზრდება ყველა მუნიციპალიტეტის დაფინანსება და ბათუმის დაფინანსება, როგორც მზარდი, დინამიკური ქალაქის, არის ყველაზე დიდი, 200 მლნ ლარზე მეტი. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების პარალელურად, არსებობს გამოწვევები, რომელთა აღმოფხვრაზეც მთავრობა აქტიურად მუშაობს. "იცით, რომ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ბათუმში. გვაქვს გამოწვევებიც. ამ მიმართულებითაც აქტიურად ვმუშაობთ მუნიციპალიტეტთან ერთად. ერთ- ერთი დიდი გამოწვევა გახლავთ ავარიული სახლები. ამ მიმართულებით, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე" პროექტი წარმატებით განხორციელდა. 4 მისამართზე უკვე დასრულდა თანამედროვე საცხოვრებლის მშენებლობა. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს გამაგრებითი სამუშაოები ძველი ამორტიზებული შენობების და უკვე 1000 ზე მეტი ჩვენი თანაქალაქელი, მათი ოჯახი უსაფრთხოს აგრძელებს ცხოვრებას. იცით რომ ჯამში ჩვენ უნდა შევძლოთ 3000- ზე მეტი ოჯახისთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქალაქის განვითარებასთან ერთად გამოწვევად იქცა გაზრდილი ნაკადები ქალაქში. შესაბამისად, საცობებმა შექმნა დისკომფორტი, რომელიც რამდენიმე კვირაში შემოვლითი გზის გახსნით მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. ასევე, ახალ საპარკინგე სივრცეებზე გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად, მთავრობის გადაწყვეტილებით, ბათუმის სტადიონზე არსებული საპარკინგე სივრცე 1 000-ზე მეტი ავტომობილისთვის სექტემბრის ბოლომდე უფასოდ იქნება დათმობილი. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)