06:12 - 18 Aug, 2026
|
2024-07-29 11:22:34, 468 ნახვა
მსოფლიო
ისრაელ კაცი - ერდოღანი სადამ ჰუსეინის გზას მიჰყვება და ისრაელზე თავდასხმით იმუქრება
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, თურქეთი პალესტინელების დახმარების მიზნით, ისრაელში შევიდეს. ისრაელ კაცი თავის განცხადებაში, რომელიც მან X-ზე დაწერა, ერდოღანს ერაყის ყოფილ ლიდერს, სადამ ჰუსეინს ადარებს. “ერდოღანი სადამ ჰუსეინის გზას მიჰყვება და ისრაელზე თავდასხმით იმუქრება. მას უნდა ახსოვდეს, რა მოხდა იქ და როგორ დასრულდა ეს“,- წერს ისრაელ კაცი. შეგახსენებთ, სადამ ჰუსეინი იყო ერაყის ლიდერი, რომელიც 2003 წლის 14 დეკემბერს დააკავეს. 2006 წლის 30 დეკემბერს კი, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის სიკვდილით დასაჯეს.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)