|
2024-07-29 09:48:33, 572 ნახვა
მსოფლიო
ბლინკენი - ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი მოქალაქეები, მაგრამ აშშ-ს არ სურს კონფლიქტის ესკალაცია
ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი მოქალაქეები, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატებს, ასევე, არ სურს კონფლიქტის ესკალაცია, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონ ბლინკენმა ტოკიოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, აშშ ღრმად დამწუხრებულია გოლანის მაღლობზე დაღუპულების გამო. ბლინკენმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ტერორიზმს გამართლება არ აქვს და რაკეტა "ჰეზბოლას“ ეკუთვნოდა. შეგახსენებთ, 27 ივლისს ისრაელის მიერ კონტროლირებად გოლანის მაღლობებზე, ქალაქ მაჯდალ შამსზე სარაკეტო შეტევა განხორციელდა, რასაც სულ მცირე, 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულები 10-დან 20 წლამდე პირები არიან. ისრაელმა თავდასხმაში ბრალი ლიბანში მოქმედ "ჰეზბოლას" დასდო და საპასუხო ზომებითაც დაიმუქრა. თავად დაჯგუფება იერიშთან რამე კავშირს უარყოფს. გოლანის მაღლობები 1967 წლამდე სირიის შემადგენლობაში შედიოდა, 6-დღიანი ომის შემდეგ კი, ისრაელის კონტროლის ქვეშ მოექცა. 1981 წელს ისრაელის ქნესეთმა მიიღო კანონი, რომლის საფუძველზეც აღნიშნულ ტერიტორიაზე თავისი სუვერენიტეტი გამოაცხადა. როგორც ისრაელი, ისე სირია, გოლანის მაღლობებს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევენ. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა არ ცნობს ანექსიას და გოლანის მაღლობებს დე იურედ სირიის ტერიტორიად მიიჩნევს.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)