|
2024-07-26 20:16:58, 622 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანი - მსოფლიომ დაინახა, როგორ დაუკრეს ტაში გენოციდურ მკვლელს აშშ-ის კონგრესში
მთელმა მსოფლიომ დაინახა, როგორ დაუკრეს ტაში გენოციდურ მკვლელს ამერიკის კონგრესში, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ერდოღანმა აღნიშნა, "ვინც დახოცა დაახლოებით 40 000 ბავშვი, ქალი და მოხუცი, წარმომადგენელთა პალატა ტაშით შეხვდა". "ამჟამინდელი გლობალური სისტემა, რომელიც შეიქმნა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულთა ეკონომიკური, პოლიტიკური, სამხედრო და დიპლომატიური ინტერესების დასაცავად, ახლა უკვე თავის კურსს იცვლის. ჩვენ უკვე დიდი ხანია, ვხედავთ ნიშანს, რომ სისტემამ დაკარგა პრობლემების გადაჭრის უნარი. მხოლოდ ახლო წარსულში განვითარებული კრიზისების გადახედვა საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ სისტემა დიდი ხანია, გაკოტრებულია. მაგალითად, სირიაში კონფლიქტი 13 წელია, უკრაინაში კი 2.5 წელია უწყვეტად მიმდინარეობს ომი. ღაზაში 16 000 უდანაშაულო ბავშვი, 40 000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და გენოციდის აღკვეთა თითქმის 10 თვის განმავლობაში ვერ მოხერხდა. მთელმა მსოფლიომ დაინახა, როგორ დაუკრეს ტაში გენოციდურ მკვლელს ამერიკის კონგრესში. მეორე მხრივ, მათ მიმართ სრულიად საპირისპირო დამოკიდებულება გამოიჩინეს წარმომადგენელთა პალატის გარეთ. ეს გვიჩვენებს, საით მიდის მსოფლიო", - განაცხადა ერდოღანმა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)