15:34 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-25 12:44:01, 378 ნახვა

საზოგადოება
ბლოგების და ვიდეოების კონკურსი ემიგრანტებისთვის

ფინანსური განათლების გავრცელების სხვადასხვა და ეფექტური არხების განვითარების ხელშესაწყობად, ასევე, ემიგრანტთა სეგმენტის წინაშე არსებული თემატური გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ ცნობადობის ასამაღლებლად, მნიშვნელოვანია უშუალოდ ემიგრანტთა გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა.  

თიბისის“ განათლების პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული ბანკი და მის მიერ დაარსებული ფინანსური განათლების პორტალი “ფინედუ“, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) ერთად, აცხადებს ბლოგების და ვიდეოების კონკურს “ჩემი გზა ემიგრაციაში”.

კონკურსის ფარგლებში, ემიგრაციის გამოცდილების მქონე ადამიანები, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, დაწერენ ბლოგებს და გადაიღებენ ვიდეოებს. ავტორები აუდიტორიას გაუზიარებენ ემიგრაციის გზაზე არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, რომლებსაც ზეგავლენა ჰქონდათ მათი თუ მათი ოჯახების ფინანსურ მდგომარეობაზე, გაუზიარებენ წარმატებისა თუ წარუმატებლობის მაგალითებს, დააფიქრებენ ფინანსური საკითხების შესახებ ცოდნის მნიშვნელობაზე, მიუთითებენ გონივრული ფინანსური გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ქცევასა თუ დამოკიდებულებებზე.  

საკონკურსო ნამუშევრების მიღება: 19 ივლისიდან - 30 სექტემბრის ჩათვლით. კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან: 2024 წლის 18 დეკემბერს, მიგრანტთა საერთაშორისო დღეს.

კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება ექვსი გამარჯვებული და მათთვის დაწესებულია შემდეგი პრიზი:

კატეგორია “ბლოგი“:

I ადგილი - 2 000 ლარი.

II ადგილი - 1000 ლარი.

III ადგილი - 500 ლარი.

კატეგორია “ვიდეო“:

I ადგილი - 2 000 ლარი.

II ადგილი - 1 000 ლარი. 

III ადგილი - 500 ლარი. 

კონკურსის დეტალური პირობები იხილეთ აქ





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics