15:28 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-24 16:57:59, 387 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ ევროპის საფოსტო ასოციაციის PostEurop-ის დირექტორთა საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა

"საქართველოს ფოსტის" გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ ევროპის საფოსტო ასოციაციის PostEurop-ის დირექტორთა საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ესპანეთში, ქალაქ მადრიდში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს ფოსტა“ ავრცელებს.

მათი ცნობით, საბჭოზე განხილული იყო ევროპის საფოსტო ოპერატორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის უზრუნველყოფისა და საფოსტო სექტორის სტრატეგიის საკითხები.

"მნიშვნელოვანია, რომ "საქართველოს ფოსტის" გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრად 2025 წლის ჩათვლით არის არჩეული. ასევე, ლევან ჩიკვაიძე საბჭოში არსებული სტრატეგიული კომიტეტისა და საუკეთესო პრაქტიკის კომიტეტის წევრია.  
ევროპის საფოსტო ასოციაციის PostEurop-ის დირექტორთა საბჭო 11 წევრისგან შედგება. ასამბლეაზე, საქართველოსთან ერთად, საბჭოს წევრები არიან შემდეგი ქვეყნების საფოსტო ოპერატორების წარმომადგენლები: შვეიცარია, ინგლისი, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, ჰოლანდია, პოლონეთი, თურქეთი, ნორვეგია, ავსტრია.

ევროპის საფოსტო ასოციაცია PostEurop აერთიანებს 53 ევროპული ქვეყნის 55 საფოსტო ოპერატორს და უზრუნველყოფს ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და მდგრად განვითარებას. ორგანიზაცია იმართება დირექტორთა საბჭოს მიერ, რომელიც საოპერაციო დონეზე უზრუნველყოფს საფოსტო სექტორის სტრატეგიის განხორციელებას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics