|
2024-07-22 17:26:00, 496 ნახვა
მსოფლიო
„დემოკრატიული პარტია“ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს 19-22 აგვისტოს დაგეგმილ ყრილობაზე დაასახელებს
ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში "დემოკრატიული პარტიის" კანდიდატი, 19-22 აგვისტოს, ჩიკაგოში დაგეგმილ ოთხდღიან ყრილობაზე დასახელდება. ამის შესახებ BBC წერს. ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, მანამდე, 24 ივლისს "დემოკრატიული პარტიის" ეროვნული ყრილობის წესების კომიტეტი შეიკრიბება და ახალი კანდიდატის არჩევის პროცესს განიხილავს. "დემოკრატებისა" და "რესპუბლიკელების" პრეზიდენტობის კანდიდატები ერთმანეთს პირველად დებატებში, ABC-ზე 10 სექტემბერს დაუპირისპირდებიან. აღსანიშნავია, რომ "რესპუბლიკური პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატად აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკვე დასახელდა. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 5 ნოემბერს გაიმართება. შეგახსენებთ, გუშინ, 21 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა და "დემოკრატიული პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. მანვე განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე "დემოკრატების" კანდიდატად მხარს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს დაუჭერს.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)