|
2024-07-22 15:19:24, 455 ნახვა
მსოფლიო
პესკოვი - საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის მოხსნის შესახებ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება არ გაგვკვირვებია
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის მოხსნის შესახებ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება არ გაჰკვირვებიათ. მისი თქმით, რუსეთი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე მოვლენებს აკვირდება. “სიმართლე რომ ვთქვათ, ბოლო წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე მოვლენებმა გვასწავლა, რომ არაფერი უნდა გვიკვირდეს. ამიტომ დიდად გაოცებული არ ვიყავით. რა თქმა უნდა, ყურადღებით ვაკვირდებით იქ განვითარებულ მოვლენებს, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი “სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ და ჩვენი მიზნებია“,- განაცხადა პესკოვმა. შეგახსენებთ, გუშინ, 21 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა და "დემოკრატიული პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. მანვე განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე "დემოკრატების" კანდიდატად მხარს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს დაუჭერს.
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)