14:52 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-18 20:13:16, 510 ნახვა

პოლიტიკა
ილია დარჩიაშვილი ბრიტანელ კოლეგას შეხვდა

გაერთიანებულ სამეფოში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანთან, დევიდ ლამთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, ილია დარჩიაშვილმა ბრიტანელ კოლეგას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

"მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას, მათ შორის, „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ ფარგლებში.

ილია დარჩიაშვილმა ბრიტანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.

შეხვედრისას საუბარი შეეხო როგორც მსოფლიოში, ისე რეგიონში მიმდინარე პროცესებს. ხაზგასმით აღინიშნა არსებული გამოწვევების ფონზე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის აუცილებლობა.

მინისტრები შეთანხმდნენ, აქტიურად იმუშაონ საერთო პრიორიტეტული მიმართულებებით თანამშრომლობის განმტკიცების მიზნით", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი მდინარაძე ქართველ ხალხს ცენზურის უფრო გამკაცრებას და აღსრულებას პირდება
მდინარაძე ქვეყანაში ცენზურის სამსახურის ამოქმედებას კრიტიკულ მედიას და ოპოზიციას აბრალებს
უკრაინული რაკეტები ამჟამად რუსეთის რეგიონების ნახევარზე მეტს აღწევენ
Bloomberg: რუსეთის უმდიდრესი ადამიანების ქონება წლის დასაწყისიდან 4.82 მილიარდი დოლარით გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics