|
2024-07-18 19:49:31, 932 ნახვა
რეგიონი
ნინო ნიჟარაძემ სამინისტროს 2024 წლის ბიუჯეტსა და პროგრამებში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა
აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სამინისტროს 2024 წლის ბიუჯეტსა და პროგრამებში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. აჭარის ჯანდაცვის ცნობით, ცვლილებები იგეგმება ერთჯერადი მატერიალური დახმარების მოქმედ პროგრამებში. “მოსახლეობის სხვადასხვა საჭიროების გათვალისწინებით, სამინისტროს მიმდინარე წლის პროგრამებში დაიგეგმა სიახლეებისა და ცვლილებების განხორციელება. აგვისტოს თვიდან ამოქმედდება ახალი პროგრამა - „სოციალურად დაუცველი ოჯახების მატერიალური მხარდაჭერა“ , რომელიც ითვალისწინებს აჭარაში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მატერიალური დახმარების გაწევას ყოველთვიურად, 200 ლარის ოდენობით. სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ოჯახი, რომლის შემადგენლობაში არის 16 წლამდე ასაკის ერთი წევრი მაინც და სარეიტინგო ქულა 150 000-ზე ნაკლები აქვთ" - აღნიშნა მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 100 წელს გადაცილებული მოქალაქეების ერთჯერადი დახმარება გაიზრდება 1 500 ლარამდე, ნაცვლად 1000 ლარისა. ასევე, „ახალშობილი ტყუპების ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება“ ტყუპისცალზე გაიზრდება 1500 ლარამდე, ნაცვლად 1000 ლარისა - ბიუჯეტი კი გაიზრდება 37 000 ლარამდე. “ასევე მზარდია მოსახლეობის მომართვა მოქმედ სხვა სოციალურ პროგრამებზე, რომელთა ბენეფიციარებს წარმოადგენენ ბავშვები, შშმ პირები და ხანდაზმულები. შესაბამისი სერვისებით უზრუნველყოფა და მათი ხელმისაწვდომობა აუცილებელ ფაქტორს წარმოადგენს ბენეფიციართა ჯანმრთელობის, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების, ასევე სხვადასხვა რისკების პრევენციის მიზნით. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ პროგრამების ბენეფიციართა რაოდენობის გაზრდა და შესაბამისად, ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელება” - განაცხადა მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ. ცვლილებები შეეხება ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებსაც. კერძოდ, დაგეგმილია გენეტიკური დაავადების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვების გენურ პროფილირებასთან (მოლეკულურ-გენეტიკური კვლევა) დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება. შშმ სტატუსის მქონე 30 წლამდე პირებს დაუფინანსდებათ სტომატოლოგიური (თერაპიული, ქირურგიული) სამედიცინო მომსახურება. "ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია საჭიროების შემთხვევაში დაუფინანსდება არა მარტო ონკოჰემატოლოგიურ პაციენტებს, არამედ სისხლისა და სხვა ორგანოების ავთვისებიანი სიმსივნეების, ზოგიერთი იმუნური სისტემის და მემკვიდრეობითი დაავადების დროსაც. გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდება სადიაგნოსტიკო ძვირადღირებული კვლევები: ენდოკარდიული ელექტროფიზიოლოგიური კვლევა, კარდიოვერსია და სხვა). გაიზრდება ჯანმრთელობის დაცვის სხვადასხვა პროგრამის ბიუჯეტიც.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)