|
2024-07-16 14:35:08, 550 ნახვა
მსოფლიო
POLITICO - 63 ევროპარლამენტარი EU-ის ხელმძღვანელობას მიმართავს, რომ უნგრეთს ევროკავშირში ხმის მიცემის უფლება ჩამოერთვას
ევროპარლამენტის წევრებმა მოითხოვეს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის რუსეთსა და ჩინეთში მოგზაურობის შემდეგ, ქვეყანას ევროკავშირში ხმის მიცემის უფლება ჩამოერთვას. ამის შესახებ POLITICO წერს. POLITICO-ს ინფორმაციით, აღნიშნული მოთხოვნით 63-მა ევროპარლამენტარმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსა და ევროპარლამენტის თავმჯდომარე რობერტა მეცოლას წერილით მიმართა. გამოცემის ცნობით, მათ მიერ მოპოვებულ წერილში ნათქვამია, რომ ვიქტორ ორბანმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა საბჭოს თავმჯდომარეობის როლს და მას ბოროტად იყენებს. "ორბანმა განახორციელა რამდენიმე დიპლომატიური ვიზიტი პუტინის მოსანახულებლად რუსეთში და სი ძინპინის ჩინეთში, რომლის დროსაც მან განზრახ არასწორად წარმოაჩინა თავისი უფლებამოსილებები... ეს მოითხოვს რეალურ ქმედებებს, როგორიცაა უნგრეთისთვის საბჭოში ხმის მიცემის უფლების შეჩერება, რადგან პრაქტიკამ აჩვენა, რომ ამ ვითარების უბრალო სიტყვიერ დაგმობას არანაირი ეფექტს არ მოაქვს",- აღნიშნავენ ევროდეპუტატები წერილში და პარლამენტს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)