18:38 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-17 11:54:41, 597 ნახვა

საზოგადოება
ქობულეთში 4 წლის ბავშვზე ძალადობა განხორციელდა

4 წლის ბავშვი სავარაუდოდ ნაცემი საავადმყოფოში სოციალურმა აგენტმა მიიყვანა. შემთხვევა ქობულეთში მოხდა.

მკურნალი ექიმის ირაკლი ბეჟიანიძის ინფორმაციით, მოზარდს სისხლჩაქცევები ორივე ფეხზე, ყურებსა და საფეთქელზე აქვს. მისივე თქმით, ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და საავადმყოფოდან უკვე გაწერილია. მცირეწლოვანს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მასზე მამამ იძალადა.

როგორც "ექსპრესნიუსს" შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განცხადეს, მამა უკვე დაკითხულია. გამოძიება 126-ე მუხლის მეორე ნაწილით - ძალადობის მუხლითაა დაწყებული, რაც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ან ისჯება თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. 

ამ ეტაპზე იკვეთება თუ არა არასრულწლოვანის მამის ბრალეულობა, ამის შესახებ შსს-ში ჯერ არ საუბრობენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics