10:37 - 18 Aug, 2026
|
2024-07-16 11:52:54, 552 ნახვა
მსოფლიო
ჯეიმს დევიდ ვენსი - ტრამპის მიმართ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ შესანიშნავი პრეზიდენტი იყო და აზრი შემაცვლევინა
2016 წელს დონალდ ტრამპის მიმართ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ ის შესანიშნავი პრეზიდენტი იყო და აზრი შემაცვლევინა,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილი, ოჰაიოს სენატორი ჯეიმს დევიდ ვენსი აცხადებს. სენატორის თქმით, წარსულში მისი სკეპტიციზმი "ახლა შეიძლება უპირატესობა იყოს". "ამას არ ვმალავ. რა თქმა უნდა, 2016 წელს დონალდ ტრამპის მიმართ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ პრეზიდენტი ტრამპი შესანიშნავი პრეზიდენტი იყო და მან აზრი შემაცვლევინა",- ამბობს ჯეიმს დევიდ ვენსი. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ოჰაიოს სენატორი ჯეიმს დევიდ ვენსი დაასახელა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)