|
2024-07-15 17:51:19, 622 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - თუ ბატონი ტრამპი გახდება პრეზიდენტი, ჩვენ ვიმუშავებთ - ამის არ გვეშინია
რაც შეეხება ომის დასრულებას და როგორია პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, დონალდ ტრამპის ხედვა, მისი ზოგადი მოსაზრებებო ჩემთვის გასაგებია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, თუ დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გახდება, უკრაინა მასთან ითანამშრომლებს. "ჩვენ ახლა ჯერ ვერ განვიხილავთ ტრამპის პრეზიდენტობას, რადგან მადლობა ღმერთს, შეერთებული შტატების პრეზიდენტს ამერიკელი ხალხი ირჩევს და არცერთი სხვა ქვეყანა არ ახდენს გავლენას ამაზე. ისინი დიდ პატივს სცემენ უკრაინას, უკრაინელ ხალხს, ჩვენს ჯარისკაცებს და მე. ამიტომ, მე ვხედავ, რომ ჩვენ განვავითარებთ შესაბამის ურთიერთობებს იმის მიუხედავად, თუ რა შედეგი დადგება. ასე რომ, მე აქ დიდ საფრთხეებს ვერ ვხედავ. რაც შეეხება ომის დასრულებას და როგორია პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, დონალდ ტრამპის ხედვა, მისი ზოგადი მოსაზრებებო ჩემთვის გასაგებია. ვფიქრობ, თუ ბატონი დონალდ ტრამპი გახდება პრეზიდენტი, ჩვენ ვიმუშავებთ. მე ამის არ მეშინია", - განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)