10:37 - 18 Aug, 2026
|
2024-07-15 15:30:38, 564 ნახვა
მსოფლიო
BBC - ჩარლზ მესამემ ტრამპს, მკვლელობის მცდელობის შემდეგ, პირადი წერილი მისწერა
დიდი ბრიტანეთის მეფემ, ჩარლზ მესამემ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პირადი წერილი მისწერა მას შემდეგ, რაც ის მკვლელობის მცდელობას გადაურჩა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ბუკინგის სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს. BBC ცნობით, წერილის შინაარსი არ გახმაურებულა და საჯაროდ არ გავრცელებულა, მაგრამ პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის გაგზავნილი წერილის შინაარსის მსგავსია. კირ სტარმერი ტრამპს მომხდარი შემთხვევიდან რამდენიმე საათის შემდეგ ესაუბრა და თქვა, რომ შეძრწუნებულია. მან ასევე სამძიმარი გამოუცხადა მსხვერპლთა ოჯახის წევრებს და დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)