|
2024-07-13 10:49:18, 607 ნახვა
მსოფლიო
ფინეთმა მიიღო კანონი, რომელიც თავშესაფრის მაძიებელ რუს მიგრანტებს დაბლოკავს
ფინეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც მესაზღვრეებს რუსეთიდან წამოსული თავშესაფრის მაძიებლების დაბლოკვის უფლებას მისცემს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა kyivindependent-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ეს გადაწყვეტილება პარლამენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთის 1300-ზე მეტი მოქალაქე ფინეთში გადავიდა. ჰელსინკი იძულებული გახდა რუსებისთვის საზღვრები დაეხურა. მათივე ინფორმაციით, ოფიციალური ჰელსინკი მიიჩნევს, რომ ფინეთის ნატოში გაწევრიანების საპასუხოდ, რუსეთი მიგრანტებს ფინეთის საზღვრების გადაკვეთაში უწყობს ხელს. პრემიერ-მინისტრ პეტერი ორპოს მემარჯვენე მთავრობამ ხაზი გაუსვა კანონპროექტის მნიშვნელობას მომავალი მიგრანტების თავიდან ასაცილების მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ ის ეწინააღმდეგება ფინეთის საერთაშორისო ვალდებულებებს ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ. “ეს არის ძლიერი გზავნილი რუსეთისთვის, ძლიერი გზავნილი ჩვენი მოკავშირეებისთვის, რომ ფინეთი ზრუნავს საკუთარ უსაფრთხოებაზე, ჩვენ ვზრუნავთ EU-ის საზღვრის უსაფრთხოებაზე", - ამის შესახებ ორპომ კენჭისყრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როგორც ამას Reuters იტყობინება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)