18:38 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-17 10:17:10, 516 ნახვა

საზოგადოება
შსს-სა და ფეხბურთის ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

შსს-ს ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანია, მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების გზით, საფეხბურთო სფეროში დანაშაულის პრევენცია, გამოვლენა, აღკვეთა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ, საფეხბურთო სფეროში დანაშაულის პრევენციისთვის სათანადო რეკომენდაციებსა და წინადადებებს შეიმუშავებენ. მხარეები ასევე ითანამშრომლებენ საფეხბურთო გუნდების მიერ უკანონო გარიგებისა და მატჩებთან დაკავშირებული სხვადასხვა დანაშაულის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით.

საჭიროების შემთხვევაში, უწყებები ერთობლივად განიხილავენ და შეიმუშავებენ საფეხბურთო სფეროსთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტებსა და სხვა დოკუმენტებს. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმება ერთობლივი სწავლებები, ტრენინგ-კურსები და საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics