00:05 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-10 12:25:36, 421 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ სტიპენდიების პროგრამას შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტიც შეუერთდა

ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის, „საქართველოს ბანკი“ განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, უკვე რამდენიმე თვეა  ბანკი სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 20-მდე პარტნიორი უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აბიტურიენტებს აძლევს შესაძლებლობას,  სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება მიიღონ. ახლახან პარტნიორების რიცხვს  შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტიც შეემატა. 

„საქართველოს ბანკის“ სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობა  მოტივირებულ, მიზანდასახულ სტუდენტებს შეუძლიათ. ამასთან, სწავლის დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა აქვთ აბიტურიენტებსაც, თუ ისინი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალ ქულებს და გასაუბრების ეტაპზე ჟიურისგან მაღალ შეფასებებს მიიღებენ. 

 ინიციატივის ფარგლებში, გამარჯვებულების შესარჩევ კრიტერიუმებს უნივერსიტეტები თავად ადგენენ. თუმცა, მათ რამდენიმე საერთო კრიტერიუმიც აქვთ:

თეატრალური უნივერსიტეტში საქართველოს ბანკის სტიპენდიების მისაღებად საჭიროა:

• სტუდენტი იყოს საქართველოს მოქალაქე;

• ჰქონდეს ბაკალავრის სტუდენტის აქტიური სტატუსი;

• მაღალი აკადემიური მოსწრება (GPA);

• აკმაყოფილებდეს უნივერსიტეტის მიერ სტიპენდიის მისაღებად დაწესებულ კრიტერიუმებს.

სტიპენდიატების შესარჩევ კრიტერიუმებს  პარტნიორი უნივერსიტეტები თავად ადგენენ.

თეატრალურ უნივერსიტეტში საქართველოს ბანკის სტიპენდიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ უნივერსიტეტის ვებგვერდს.

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა გრძელდება და პარტნიორი უნივერსიტეტების რიცხვიც იზრდება. საქართველოს ბანკის მიერ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად ეწვიეთ ვებგვერდს: csr.bog.ge





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics