|
2024-07-10 11:43:36, 742 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი - მოდი, კიდევ ერთი დებატები გავმართოთ, რათა მძინარა ჯომ ყველას დაუმტკიცოს, რომ აქვს ის, რაც პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მორიგ დებატებსა და გოლფის შეჯიბრებაში იწვევს. ამის შესახებ განცხადება ყოფილმა პრეზიდენტმა ფლორიდაში, მხარდამჭერებთან შეხვედრისას გააკეთა. ტრამპის თქმით, 27 ივნისს გამართულ სატელევიზიო დებატებზე "ძალიან იოლად" დაამარცხა ჯო ბაიდენი და ახლა "დემოკრატიული პარტია" თავად ცდილობს, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის საარჩევნო რბოლიდან ჩამოშორებას. „მოდი, კიდევ ერთი დებატები გავმართოთ ამ კვირაში, რათა მძინარა ჯომ შეძლოს, ყველას დაუმტკიცოს მსოფლიოში, რომ მას აქვს ის, რაც პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს. ახლა ეს იქნება ორი კაცის დაპირისპირება მოდერატორების გარეშე. უბრალოდ, დაასახელოს ადგილი და დრო, სადაც სურს. მე, ასევე, ოფიციალურად ვიწვევ თაღლით ჯო ბაიდენს გოლფის თამაშში, შეჯიბრებაში. ეს იქნება შეჯიბრი, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამიანი ნახავს, მთელი ისტორიის განმავლობაში“,- თქვა ტრამპმა. ტრამპის განცხადებას უკვე გამოეხმაურნენ ბაიდენის საარჩევნო კამპანიაში ჩართული პირები და აღნიშნეს, რომ პრეზიდენტს „არ აქვს დრო, დონალდ ტრამპის უცნაური ხრიკებისთვის - ის დაკავებულია აშშ-ის ხელმძღვანელობითა და თავისუფალი სამყაროს დასაცავად".
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)