11:32 - 18 Aug, 2026
|
2024-07-09 20:36:21, 688 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვის სასამართლომ იულია ნავალნაია დაუსწრებლად დააკავა და მასზე ძებნა გამოაცხადა
მოსკოვის ბასმანის სასამართლომ დაღუპული რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ცოლს და უფლებადამცველი ორგანიზაციის Human Rights Foundation-ის ხელმძღვანელ იულია ნავალნაიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. მოსკოვის სასამართლოების პრესსამსახურის ცნობით, იულია ნავალნაიას ბრალად "ექსტრემისტულ გაერთიანებაში მონაწილეობა" ედება და მასზე ძებნაა გამოცხადებული. "ნავალნაიას ბრალი წაუყენეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 282.1 მუხლის მე-2 ნაწილით (ექსტრემისტულ გაერთიანებაში მონაწილეობა). იულია ნავალნაია წინასწარი გამოძიების ორგანოებს მიემალა და ამიტომ ძებნილთა სიაშია. სასამართლომ დააკმაყოფილა გამოძიების მოთხოვნა და მიუსაჯა აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა", - აცხადებენ სასამართლოში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)